ეროვნული ლიგის მე-2 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, სტუმრად თბილისში, “დინამო არენაზე” გამართა “ლოკომოტივთან” და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
ჩვენი გუნდიდან ერთი გოლი ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით, ერთიც მასპინძელთა მცველმა საკუთარ კარში შეაგდო.
ამრიგად, სკ “თელავს”, აქტივში 3 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილშიც მე-5 ადგილზეა.
მორიგ, მე-3 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ოთხშაბათს, 10 მარტს შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართავს და წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 17:00 საათი.
“ლოკომოტივი” 3:2 “თელავი”
1:0 სიხარულიძე (18 პენ), 2:0 სანდოხაძე (35), 2:1 კაშია (69 საკ. კარში), 3:1 გავაშელიშვილი (74), 3:2 შერგელაშვილი (77)
“ლოკომოტივი”: მამარდაშვილი, კაშია, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, შონია, იმრანი (იაკობიძე 78), დარცმელია (სამურკასოვი 60), კირკიტაძე (მჭედლიშვილი 60), სიხარულიძე (ჭიაბრიშვილი 78), კახაბრიშვილი (გავაშელიშვილი 64)
სათადარიგონი: თევდორაძე; ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, ქველაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
“თელავი”: ჩოჩიშვილი, ძოწენიძე (ხაბულიანი 89), ბერიაშვილი, ფაცაცია, კაპანაძე (პაბლო 70), მ. ბაშელეიშვილი, ჯიქია (სოსიაშვილი 46), შერგელაშვილი, ინჯგია (რუხაძე 46), არდაზიშვილი, შეყილაძე
სათადარიგონი: თანდილაშვილი; თევზაძე, აშორტია, პერეირა, გაბისკირია
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
გაფრთხილება: ჩოჩიშვილი, გურეშიძე, იაკობიძე
მსაჯი: ალეკო აფციაური