ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კიდევ ორ ფეხბურთელს დაემშვიდობა – 28 წლის უკრაინელ თავდამსხმელ იაროსლავ კვასოვს და 28 წლის ვაკო ბაჩიაშვილს გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდათ და კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ.
საფეხბურთო კლუბი “თელავი” მადლობას უხდის იაროსლავ კვასოვს გაწეული სამსახურისთვის და პროფესიონალიზმისთვის – კვასოვის წვლილი მართლაც დიდია და დასაფასებელი ჩვენი გუნდის წარმატებებში და ეროვნულ ლიგაში აღზევებაში.
გაწეული სამსახურისთვის ასევე მადლობა ვაკო ბაჩიაშვილს – საქმეს პროფესიონალურად უდგებოდა და გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად იყო.
წარმატებები ბიჭებო!