ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “თელავის” შემტევი ნახევარმცველი, 24 წლის ირაკლი რუხაძე იჯარის წესით საფეხბურთო კლუბ “სამტრედიაში” ითამაშებს.
სკ “თელავი” მადლობას უხდის ირაკლის გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს.
მადლობა “რუხა” იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი გუნდის საკეთილდღეოდ და წარმატებისთვის გაგიკეთებია, საქმეს მუდამ პროფესიონალურად აკეთებდი და გვჯერა, კიდევ გააკეთებ.
წარმატებები იკო!
სკ “თელავის” პრესსამსახური