2022 წლის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ჩვენი გუნდის ჩინებულ სტარტში თავისი წვლილი გულშემატკივრებმაც დაიდეს – საფეხბურთო კლუბ “თელავის” მრავალრიცხოვან ქომაგთა მცირედი ნაწილი თავის საყვარელ გუნდს თბილისშიც (ლოკომოტივთან 1:0) ომახიანად ამხნევებდა და ბოლნისშიც (სიონთან 2:0).
დარწმუნებული ვართ და გვჯერა, 9 მარტს, გულშემატკივრები “კავკასიონი არენაზე” ძალიან ბევრნი იქნებით და ბიჭებსაც უფრო მეტი შემართებით, ენერგიულად და არნახულად უქომაგებთ!!!
რატომ? იმიტომ, რომ “თელავი” თქვენი და ჩვენი ღირსების, სიამაყე გუნდია!!! თელავი სატახტო, სამეფო ქალაქია!!!
აქვე გვსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და კერძოდ, ქალაქის მერს, ბატონ ლევან ანდრიაშვილს, ვისი უშუალო ძალისხმევით და მხარდაჭერით მოხდა ქომაგთა ტრანსპორტირება თბილისში და ბოლნისში და ასე გაგრძელდება ჩვენი გუნდის ყოველ გასვლით თამაშზეც…
სკ “თელავის” პრესსამსახური