დასრულდა მატჩი
„მარგვეთი 2006“ 0:4 „თელავი“

გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – სკ „თელავმა“ დღეს, ხარაგაულში, საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/16-ფინალში ზესტაფონის „მარგვეთი 2006“ დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

თელაველთაგან დუბლით შემტევი ნახევარმცველი ირაკლი რუხაძე გამოირჩა, რომელმაც ერთიმეორეზე უკეთესი გოლები შეაგდო, თითო ბურთი კი ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა და გურამ ლუკავამ გაიტანეს.

გეტყვით იმასაც, რომ სკ „თელავში“ ოფიციალური დებიუტი ჰქონდა 25 წლის მცველ არჩილ ტვილდიანს – მან მარცხენა ფლანგზე ითამაშა.

მერვედფინალის წილისყრა ფეხბურთის ფედერაციაში უახლოეს დღეებში გაიმართება.

საქართველოს დავით ყიფიანის თასი 2018
1/16 ფინალი

14 ივნისი. ხარაგაული. 17:00 საათი. „აბაშიძეები“. 100 მაყურებელი

„მარგვეთი 2006“ 0:4 „თელავი“
0:1 რუხაძე (1), 0:2 ნ. ბაშელეიშვილი (18), 0:3 რუხაძე (79), 0:4 ლუკავა (82)

„მარგვეთი 2006“: 29 ბერძენაძე, 2 გულუა, 55 მუმლაძე (4 არეფიზადე’35), 3 ფოცხვერაშვილი, 27 ჩხიკვაძე, 22 ობოლაძე (13 დვალი’21), 77 ქველიძე, 8 კუბლაშვილი, 9 ხარაიშვილი, 21 ბერაძე, 20 ზუზაძე (7 გრიგალაშვილი’65)

სათადარიგონი: 99 მოდებაძე; 16 მექვაბიძე

მწვრთნელი: თამაზ გაბრიჭიძე

„თელავი“: 21 სანიკიძე, 13 მურველაშვილი, 4 მარაქველიძე, 5 ბერიაშვილი, 16 ტვილდიანი, 7 მ. ბაშელეიშვილი (6 ნოზაძე’55), 8 კუკუჯანაშვილი, 11 გალახვარიძე, 10 ნ. ბაშელეიშვილი (28 მარსელო’71), 77 რუხაძე, 99 ნიქაბაძე (12 ლუკავა’46)

სათადარიგონი: 19 მამალაძე; 14 ჯიქია, 15 მაისურაძე, 20 გოგოლიძე

მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)