კვირა, 13 სექტემბერი

?? ეროვნული ლიგა 2020. XI ტურის მატჩი ⤵️

დილა-თელავი  19:00
გორი. თენგიზ ბურჯანაძე. LIVE https://erovnuliliga.ge/ge/game/5039-dil-tel

ურთიერთშეხვედრები – 1: +0 =1 -0, 1-1

დისკვალიფიკაცია – ანტონ თოლორდავა (თელავი)

მსაჯი – გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)

I წრეში – 1:1

 

* * *

 

“დილა”-“თელავის” მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ეს ინტერესიც მხოლოდ სატურნირო მდგომარეობით არ არის განპირობებული: სწორედ “დილა” და “თელავია” ის ორი გუნდი, წლევანდელ სეზონში ყველაზე სასიამოვნოდ რომ გაგვაკვირვა!..

არადა, ბოლო წლებში, როგორც წესი, “დილას” მხოლოდ, მოკრძალებული მიზნები ჰქონდა ჩემპიონატში, “თელავი” კი, სულაც სადებიუტო სეზონს ატარებს უმაღლეს ლიგაში, ისევე, როგორც “თელავის” მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძ, რომელზეც უკვე თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა საკმაოდ ბრძოლისუნარიანი და ტაქტიკურად გამართული გუნდი ჩამოაყალიბა.

… ეს გუნდები, უმაღლეს ლიგაში წლეულს პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ის მართლაც დაძაბული და დრამატული მატჩი (გადაჭედილი “კავკასიონი არენას” ტრიბუნების წინ რომ გაიმართა) აშკარად “არამშვიდობიანი” ფრით (1:1) დასრულდა…

თავდაპირველად, მასპინძლები მძლავრობდნენ და “თელავის” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი რუხაძის გოლი ლოგიკურიც იყო. ამას მერე ისიც დაემატა, რომ სტუმრებს ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ მატჩის მიწურულს, “დილას” ახალგაზრდა შემტევმა ნუგზარ სპანდერაშვილმა მაინც შეძლო საპასუხო გოლის გატანა.

ისე, ძალიან დიდი იყო იმის ალბათობაც, რომ მასპინძლებს მაინც მოეგოთ, მაგრამ შეუდარებელი გახლდათ “დილასა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომელმაც შეხვედრის მიწურულს რამდენჯერმე იხსნა თავისიანები.