“სამგურალი” – “თელავი”

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2020 წლის გათამაშების მეოთხედფინალის წილისყრა გაიმართა

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ თასის მეოთხედფინალში, საფეხბურთო კლუბი “თელავი”, ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდება – მატჩი წყალტუბოში შაბათს, 26 სექტემბერს, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება

თასის მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

“სამგურალი” – “თელავი”

“გაგრა” – “დილა”

“საბურთალო”/”დინამო” – “ტორპედო”

“თბილისი სითი” – “ჩიხურა”/”ლოკომოტივი”