🇬🇪 ეროვნული ლიგის ბოლოსწინა, მე-17 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” სტუმრად თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართა, “მერანი” დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და სადებიუტო სეზონში პროგრამა-მინიმუმი წარმატებით შეასრულა – ქვეყნის საფეხბურთო ელიტაში ახალი სეზონისთვის კუთვნილი ადგილი ოფიციალურად დაიბევა
🟪 ჩვენი გუნდიდან ბურთები მირიან ჯიქიამ, მიხეილ ბაშელეიშვილმა, ვლადიმირ დიმიტროვსკიმ, ფირუზ მარაქველიძემ, რაფაელ ჩუკურამ და იაროსლავ კვასოვმა (პენალტით) გაიტანეს
⚽ სკ “თელავს” ახლა აქტივში 23 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილშიც მე-6 ადგილზეა
👉 მორიგ და ეროვნული ლიგის ბოლო, მე-18 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ხუთშაბათს, 10 დეკემბერს შინ გამართავს და “კავკასიონი არენაზე” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 12:30 საათი
🙌 გილოცავთ და მადლობა ბიჭებო! ✊
“მერანი” 1:6 “თელავი”
0:1 ჯიქია (7), 0:2 მ. ბაშელეიშვილი (13), 0:3 დიმიტროვსკი (15), 1:3 შენგელიძე (18), 1:4 მარაქველიძე (45+4), 1:5 ჩუკურა (47), 1:6 კვასოვი (86 პენ)
“მერანი”: შეყრილაძე, ნუსუევი (ს. თოლორდავა 60), ფოფხაძე, კაკაშვილი, გაბისკირია, ბოლქვაძე, დათუნაიშვილი, მახარობლიძე (დეისაძე 46), შენგელიძე, სარდალიშვილი (ავსაჯანიშვილი 60), გოგოლაშვილი
სათადარიგონი: თევდორაძე; ქარქუზაშვილი, ფიფია, ლ. თოლორდავა, ხიდეშელი
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
“თელავი”: სანიკიძე (თანდილაშვილი 38), ძოწენიძე, ა. თოლორდავა, დიმიტროვსკი, მარაქველიძე, მ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, ჩაბრაძე, ჯიქია (კანდელაკი 56), ნ. ბაშელეიშვილი (ჩუკურა 20), კვასოვი
სათადარიგონი: მოისწრაფიშვილი, კოშკაძე, კრაევი, ბაჩიაშვილი
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
გაფრთხილება: დათუნაიშვილი, კაკაშვილი, ფოფხაძე, გაბისკირია, ავსაჯანიშვილი
მსაჯი: კიკაჩეიშვილი