ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა და ბათუმის “დინამოსთან” დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
ჩვენი გუნდიდან ერთადერთი ბურთი რატი არდაზიშვილმა შეაგდო 66-ე წუთზე – რატიმ, შოთა შეყილაძის ჩინებული ფლანგური პასი შეირგო და იდეალური და უძლიერესი დარტყმით სტუმართა მეკარეს ცხრიანში გაუტანა.
სკ “თელავს” აქტივში 6 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა.
მორიგ, მე-8 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი კვლავ შინ გამართავს და ორშაბათს, 12 აპრილს შინ, “კავკასიონი არენაზე” გორის “დილას” უმასპინძლებს – დასაწყისი 18:00 საათი.
“თელავი” 1:2 “დინამო” (ბათუმი)
0:1 ჯიღაური (58), 0:2 ალთუნაშვილი (60), 1:2 არდაზიშვილი (66)
“თელავი”: ჩოჩიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, ბერიაშვილი (აშორტია 88), მარაქველიძე (კაპანაძე 65), ბაიბალაევი (მ. ბაშელეიშვილი 46), შერგელაშვილი, ჯიქია (კოხრეიძე 65), ჯანელიძე, არდაზიშვილი, შეყილაძე
სათადარიგონი: თანდილაშვილი; ინჯგია, გაბისკირია, ფაცაცია, სოსიაშვილი
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
“დინამო”: კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, მამუჩაშვილი (გროცურეკი 90+3), ტეიდი, ჯიღაური (ჩუკურა 82), ალთუნაშვილი, ფანცულაია (მანჯგალაძე 65), ნიქაბაძე (შინდაგორიძე 82)
სათადარიგონი: ალავიძე; თევდორაძე, ნავალოვსკი, გაგოშიძე, ჯიჯავაძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ბაიბალაევი, აზაროვი, აზაცკი, ჯიღაური, კოხრეიძე, ალთუნაშვილი
მსაჯი: ჯენერი ხორავა