საფეხბურთო კლუბ “თელავის” მეორე გუნდმა, რომელიც რეგიონული ლიგის აღმოსავლეთი ზონის A ჯგუფში თამაშობს, დღეს “გივი ჩოხელზე” მე-2 ტურის მატჩი გამართა და ნინოწმინდის “აბული” დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან ჰეთ თრიქი გიორგი კანდელაკმა მიითვალა, ლუკა სოსიაშვილმა კი დუბლი გაიფორმა.

“თელავი 2”-ს ვეფხო ტარუღაშვილი წვრთნის, მისმა გუნდმა კი “აბულთან” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ლევან თანდილაშვილი, თორნიკე ლაფაური (გივი გაბრიელაშვილი 55), გიგა მაისურაძე (გიორგი დათუკიშვილი 46), გიგა ბერუაშვილი, სერგი ბიწკინაშვილი, გიგა ყურშიტაშვილი, ლუკა გიგოლაშვილი (გიორგი ხანჯალიაშვილი 70), დავით ხითაროვი, გიორგი ხაბულიანი, ლუკა სოსიაშვილი (ლაშა ლაშხი 70), გიორგი კანდელაკი (ვლადიმერ მანოშვილი 85).

ორი ტურის შემდეგ “თელავი 2”-ის აქტივში 3 ქულაა და 26-გუნდიან გათამაშების ცხრილშიც ჩვენი გუნდი მე-13 ადგილზეა.

მორიგ, მე-3 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი სამშაბათს, 4 მაისს საგარეჯოში გამართავს და კახურ დერბიში “გარეჯი 2”-ს გაეჯიბრება