ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელს, რევაზ გოცირიძეს დაემშვიდობა.
სკ “თელავი” მადლობას უხდის ბატონ რეზოს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს.
40 წლის რევაზ გოცირიძე ჩვენს გუნდს 2019 წლის ზაფხულიდან თავკაცობდა და საკმაოდ წარმატებითაც – გოცირიძის მთავარი მონაპოვარი შარშან, ჩვენი გუნდის ეროვნულ ლიგაში აღზევება და დებიუტანტის კვალობაზე ელიტაში დამაჯერებელი და ღირსეული თამაში გახლდათ, რასაც ცხადია, ძალიან ვაფასებთ.
გუნდს დროებით 35 წლის ბესიკ აბულაძე გაწვრთნის, რომლისთვისაც “თელავი” უცხო არაა – აბულაძე თელაველი კაცია და აქამდე გოცირიძის პირველი თანაშემწე გახლდათ.
სკ “თელავის” პრესსამსახური
რევაზ გოცირიძე
ბესიკ აბულაძე