დასრულდა მატჩი
„სამგურალი“ 1:2 „თელავი“

გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – სკ „თელავმა“ დღეს მარტვილში, ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურის მატჩში წყალტუბოს „სამგურალი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და აქტივში მნიშვნელოვანი და საჭირო 3 ქულა შეიმატა – თელაველთაგან გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა.

ახლა სკ „თელავს“ 11 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილშიც მე-4 ადგილზეა.

მორიგ მატჩს ჩვენი გუნდი 26 აპრილს გამართავს და მშობლიურ „გივი ჩოხელზე“ თბილისის „ნორჩი დინამოს“ უმასპინძლებს.

საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. VII ტური
21 აპრილი. მარტვილი. 16:00. „მურთაზ ხურცილავა“

„სამგურალი“ 1:2 „თელავი“
0:1 რუხაძე (22პენ), 1:1 შალამბერიძე (37), 1:2 ნიქაბაძე (90+2)

„სამგურალი“: 99 ნონოსი, 5 ბიბილაშვილი, 2 კაკუშაძე, 22 კილაძე, 9 ბანძელაძე, 20 ხარაბაძე, 30 საღრიშვილი (32 ენდელაძე’88), 8 ბრეგვაძე (10 გოგუაძე’61), 23 ლაღაძე, 14 შალამბერიძე (6 ჯანელიძე’82), 7 ჩხეტიანი

სათადარიგონი: 1 ფანცხავა; 3 ნერგაძე, 13 ხელაძე 11 ღონღაძე

მწვრთნელი: გია გიგატაძე

„თელავი“: 21 სანიკიძე, 9 იოსელიანი, 3 თოლორდავა, 4 მარაქველიძე, 14 ჯიქია, 6 ნოზაძე, 17 ლენა (18 სილა’70), 77 რუხაძე, 33 ხარებაშვილი (28 მარსელო ანხელი’87), 20 გოგოლიძე (12 ლუკავა’62), 99 ნიქაბაძე

სათადარიგონი: 1 ზუროშვილი; 5 ბერიაშვილი, 8 კუკუჯანაშვილი, 13 მურველაშვილი

მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

გაფრთხილება: კილაძე (22), სანიკიძე (29), თოლორდავა (79), ჩხეტიანი (79)

მსაჯი: ჯენერი ხორავა (ხობი)