ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, სტუმრად სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სკ “სამტრედიასთან” გამართა – ფრე 0:0.
სკ “თელავს” ახლა აქტივში 15 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში კვლავაც მე-6 ადგილზეა.
მორიგ, მე-14 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს შინ გამართავს და “კავკასიონი არენაზე” თბილისის “საბურთალოს” უმასპინძლებს – დასაწყისი 20:00 საათი.
“სამტრედია”: სეფიაშვილი, კილასონი, პავიშიჩი, სამბუ, რუხაია, ქოჩლაძე (ჟუნიორი 46), კერძევაძე, ინკუმი, თარგამაძე (მესიაჩენკო 39), დაფე (კვირკვია 76), იმნაძე
სათადარიგონი: მიქაია; ჩაკვეტაძე, ლუკავა, ნადირაძე, რობაქიძე
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
“თელავი”: სანიკიძე, ძოწენიძე, ბერიაშვილი, დიმიტროვსკი, ჩაბრაძე, მ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, ბაჩიაშვილი, პოღოსიანი (მოისწრაფიშვილი 84), ნ. ბაშელეიშვილი, რუხაძე
სათადარიგონი: თანდილაშვილი; თოლორდავა, მარაქველიძე, სამუშია, ჯიქია, კოშკაძე, კანდელაკი
მწვრთნელი; რევაზ გოცირიძე
გაფრთხილება: რუხაია, ინკუმი, მ. ბაშელეიშვილი
მსაჯი: ვადაჭკორია (თბილისი)