ეროვნული ლიგა 2-ის 30-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართა სკ „გაგრასთან“ და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.
30-ე ტურის შემდეგ სკ „თელავს“ აქტივში კვლავაც 43 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილშიც ადგილი უცვლელი – მე-5.
მორიგ, 31-ე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი კვირას, 4 ნოემბერს გამართავს სტუმრად და მცხეთაში კიდევ ერთ კონკურენტს, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება.
საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. 30-ე ტური
30 ოქტომბერი. თბილისი. 15:00 საათი. „დავით პეტრიაშვილი“