საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, სანაკრებო პაუზით ისარგებლა და დღეს თბილისში, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე “დინამოსთან” ტესტ-მატჩი გამართა – სამწუხაროდ, დავმარცხდით 0:1.
ჩვენი გუნდის მეკარემ ლუკა სანიკიძემ, თბილისელთა უკრაინელ ლეგიონერს, სტანისლავ ბილენკის პირველ ტაიმში პენალტი აუღო.
“თელავი” “დინამოსთან” ასეთი შემადგენლობით იყო: სანიკიძე, მარაქველიძე (ბაჩიაშვილი), თოლორდავა (გიგაშვილი), თევზაძე, ჯიქია, აშორტია (პარკინაშვილი), ქანთარია (ღაღანიძე), პავიშიჩი, მახარობლიძე (ფაცაცია), გოშთელიანი (მუჯირი), ქოჩლაძე (ფირანაშვილი).
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” 2 აპრილს სტუმრად, ბათუმში ითამაშებს და ეროვნული ლიგის VI ტურის მატჩში “აჭარაბეთ არენაზე” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის “დინამოს დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:00 საათი.