საფეხბურთო კლუბ “თელავის” გულშემატკივრები დღეს გუნდს საწვრთნელ ბაზაზე ესტუმრნენ და ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი მოახლოებული სეზონისთვის გაამხნევეს.
ჩვენი გუნდის ქომაგებმა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი საგანგებო პრიზებით დააჯილდოვეს – გულშემატკივართა რჩეული მიხეილ ბაშელეიშვილი გახდა, გუნდის საუკეთესო მეგოლე კი ზედიზედ მეორედ ირაკლი რუხაძე.
გილოცავთ მიხეილ, გილოცავთ ირაკლი – კიდევ არაერთი წარმატებები თქვენს გუნდთან ერთად!
ჩვენს ერთგულ ქომაგებს კი უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის
სკ “თელავის” პრესსამსახური