გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის 33-ე ტურის მატჩში სტუმრად თბილისში, „დავით პეტრიაშვილზე“ დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა „შევარდენი 1906“ და გათამაშების ცხრილში მნიშვნელოვანი ქულები შეიმატა.

თელაველთაგან გოლები ირაკლი რუხაძემ, ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა და ნიკოლოზ ნოზაძემ გაიტანეს.

ახლა ჩვენს გუნდს აქტივში 47 ქულა აქვს, გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზეა, თუმცა ქულებით სანუკვარ სამეულს მნიშვნელოვნად მიუახლოვდა.

მორიგ, 34-ე ტურის შეხვედრას სკ „თელავი“ შინ გამართავს და 27 ნოემბერს წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს – დასაწყისი 14:00 საათი.

მადლობა ბიჭებო!

საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. XXXIII ტური

22 ნოემბერი. თბილისი. 14:00 საათი. „დავით პეტრიაშვილი“

„შევარდენი 1906“ 0:3 „თელავი“
0:1 რუხაძე (24), 0:2 ნ. ბაშელეიშვილი (77), 0:3 ნოზაძე (81)

„შევარდენი 1906“: 1 ნადირაძე, 13 ჩიკვაიძე (37 ხარძიანი’46), 88 კვახაძე, 4 ნარიმანიძე, 23 ჯიშკარიანი, 19 ლომაშვილი, 3 სილას სატურინიო, 9 ვალიევი, 11 ფილიპე პაიმი (30 შ. ჯიქია’75), 70 გოგატიშვილი, 10 ქანთარია

სათადარიგონი: 32 სომხიშვილი; 2 სალუქვაძე, 20 ნანობაშვილი, 21 ენუქიძე

მწვრთნელი: გელა სანაია

„თელავი“: 21 სანიკიძე, 16 ტვილდიანი, 37 ჭელიძე, 5 ბერიაშვილი, 14 მ. ჯიქია, 7 მ. ბაშელეიშვილი, 6 ნოზაძე, 9 იოსელიანი (13 მურველაშვილი’85), 10 ნ. ბაშელეიშვილი (2 მაისურაძე’88), 77 რუხაძე (8 კუკუჯანაშვილი’74), 20 გოგოლიძე

სათადარიგონი: 1 მამადოვი; 12 გალახვარიძე, 18 კანდელაკი, 28 ჭვრიტიძე

მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

გაფრთხილება: ხარძიანი (71), იოსელიანი (72), სილას სატურინიო (80), სილას სატურინიო (83)

გაძევება: სილას სატურინიო (83)

მსაჯი: ტარიელ რუხაია (სამტრედია)