საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, მოსამზადებელ ეტაპზე დღეს მესამე ამხანაგურ-საკონტროლო მატჩი გამართა და თბილისის “შევარდენი 1906” დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

“თელავი” ამჯერადაც შერეული შემადგენლობით იყო, იყვნენ ახალწვეულებიც და იყვნენ გასინჯვაზე მყოფებიც.

ჩვენი გუნდიდან ჰეთ თრიქი ლუკა სოსიაშვილმა შეასრულა, მეოთხე კი გიორგი კანდელაკმა შეაგდო.

“შევარდენთან” მატჩით ჩვენმა გუნდმა მზადების პირველი ეტაპი დაასრულა და 11 თებერვალს ორკვირიან შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება – ანტალიაში საფეხბურთო კლუბი “თელავი” 4-5 საკონტროლო შეხვედრას გამართავს.