საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ჰყავს, დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ამხანაგური მატჩი გამართა და ბელარუსის ახალგაზრდული ნაკრები დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.
საფეხბურთო კლუბ  “თელავის” თავდამსხმელი შოთა შეყილაძე ბელარუსებთან შეხვედრაში 61-ე წუთზე შევიდა მინდორზე და 84-ე წუთზე, ისარგებლა რა მეტოქის მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება ჩვენი გუნდის კიდევ ორ “ნაკრებელს” – რევაზ ინჯგია სათადარიგო იყო, ცოტნე კაპანაძემ კი ბელარუსებთან სპარინგი სამწუხაროდ, მიკროტრავმის გამო გამოტოვა.
სკ “თელავი” ულოცავს შოთა შეყილაძეს ჩინებულ თამაშს და 21-წლამდელთა ახალ მწვრთნელს რამაზ სვანაძეს წარმატებულ დებიუტს და ორივეს სამომავლოდ კიდევ არაერთ გამარჯვებებს უსურვებს.
მადლობა ბიჭებო!