დასრულდა მატჩი
„შუქურა“ 0:1 „თელავი“

გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – სკ „თელავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის მატჩში, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურა“ გიორგი ნიქაბაძის მიერ 21-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილშიც მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა – ჩვენი გუნდი 7 ქულით ჯერჯერობით, მე-4 ადგილზეა.

მორიგ, მე-6 ტურის მატჩს სკ „თელავი“ 13 აპრილს გამართავს და შინ, მშობლიურ „გივი ჩოხელზე“ თბილისის „შევარდენს“ უმასპინძლებს.

საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. V ტური
4 აპრილი. ქუთაისი. 19:00. „რამაზ შენგელია“. 200 მაყურებელი

„შუქურა“ 0:1 „თელავი“
0:1 ნიქაბაძე (21)

„შუქურა“: 99 კუპატაძე, 2 ბულუხაძე, 47 დასსე, 4 კალანდია, 13 ქათამაძე (გოგიტიძე’86), 7 დოს რეის რაი, 33 დე ალმეიდა, 11 ივანიაძე, 10 ჩელებაძე, 21 კონიეჰა, 17 კვასხვაძე (14 ჭანუყვაძე’60)

სათადარიგონი: 1 მოწყობილი; 5 ფოთელიძე, 22 ცეცხლაძე, 6 ნემსაძე, 3 წულუკიძე

მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე

„თელავი“: 21 სანიკიძე, 9 იოსელიანი, 3 თოლორდავა, 4 მარაქველიძე, 14 ჯიქია, 18 სილა (6 ნოზაძე’48), 17 ლენა, 77 რუხაძე (8 კუკუჯანაშვილი’66), 33 ხარებაშვილი (5 ბერიაშვილი’78), 20 გოგოლიძე, 99 ნიქაბაძე

სათადარიგონი: 1 ზუროშვილი; 13 მურველაშვილი, 28 მარსელო ანხელი

მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

გაფრთხილება: გოგოლიძე (39), რუხაძე (41), კონიეჰა (82)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)