ძვირფასო გულშემატკივრებო, ყველას მადლობა გამოკითხვაში მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის – ჩვენი კაპიტანი ანტონ თოლორდავა გამარჯვებულია!

გამოკითხვა ვებ-გვერდმა “ქართული ფეხბურთი” ჩაატარა, მონაწილეობა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდების კაპიტნებმა მიიღეეს – საბოლოოდ, ფინალში სკ “თელავის” კაპიტანი ანტონ თოლორდავა და გორის “დილას” კაპიტანი ნიკა გაგნიძე გავიდნენ.

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ფინალი თოლორდავამ 926:914 მოიგო.

გილოცავთ ანტონ!