ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საქართველოში ახალი, 2022 წლის საფეხბურთო სეზონი 20 თებერვალს, ქვეყნის სუპერთასის მატჩით გაიხსნება, ეროვნული ლიგა კი 26 თებერვალს აიღებს სტარტს.
საფეხბურთო კლუბი “თელავი” ჩემპიონატს 28 თებერვალს, სტუმრად დაიწყებს და I ტურის შეხვედრას საგურამოში, თბილისის “ლოკომოტივთან” გამართავს, II ტურში კი ასევე სტუმრად ითამაშებს და 5 მარტს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე “სიონს” დაუპირისპირდება.
რაც შეეხება პირველ საშინაო შეხვედრას, გეტყვით, რომ სკ “თელავი” III ტურის მატჩში 9 მარტს, წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლებს
სკ “თელავის” კალენდარი:
I წრე
28.02 – “ლოკომოტივი” – “თელავი”
05.03 – “სიონი” – “თელავი”
09.03 – “თელავი” – “სამგურალი”
13.03 – “გაგრა” – “თელავი”
19.03 – “თელავი” – “ტორპედო”
02.04 – “დინამო” (ბთ) – “თელავი”
09.04 – “თელავი” – “დინამო” (თბ)
13.04 – “დილა” – “თელავი”
17.04 – “თელავი” – “საბურთალო”