გაზეთ “ლელოს” და Lelo.ge-ს ვერსიით, 2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის VII ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ჩვენი გუნდის ერთბაშად სამი ფეხბურთელი – ლუკა სანიკიძე, ანტონ თოლორდავა (მეორედ), ზურაბ თევზაძე – მოხვდა, ხოლო ტურის მწვრთნელად გიორგი ჭელიძე დასახელდა.

ლუკა სანიკიძე
… დიდებულად ითამაშა თბილისის “დინამოსთან” შეხვედრაში. რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ერთი ეპიზოდი, როცა მართლაც რომ არანორმალური რეაქცია გამოავლინა. ამ ახალგაზრდა მეკარის პროგრესი თვალსაჩინოა – Lelo.ge

ანტონ თოლორდავა
… “დინამოსთან” მატჩი უაღრესად დამაჯერებლად ჩაატარა – ისე, როგორც ნამდვილ კაპიტანს შეეფერება. ანტონის საიმედო გარჯამ მნიშვნელოვნად გაურთულა საქმე თბილისური კლუბის შემტევებს. თოლორდავა შესანიშნავ ფორმაშია და მისი თამაში აშკარად გამოსარჩევია – Lelo.ge

ზურაბ თევზაძე
… კარგად აუბა მხარი მეწყვილე თოლორდავას. “დინამოს” მეტად სახიფათო შემტევებს იშვიათად ეძლეოდათ შანსი, ღია პოზიციებიდან დამუქრებოდნენ მასპინძელთა კარს. გარდა ამისა, თელაველმა უკანახაზელებმა საიმედოდ ითამაშეს მაღალ ბურთებზეც – Lelo.ge

გიორგი ჭელიძე
… ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, ტურის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ჭელიძე დაგვესახელებინა, თუ ბოლნისის “სიონის” დამრიგებელი უჩა სოსიაშვილი. ვფიქრობთ, ეს აღიარება ორივე მათგანმა დაიმსახურა. რადგან მიზანშეწონილია, ერთი ნომინანტი გვყავდეს, არჩევანი ჭელიძის სასარგებლოდ შევაჩერეთ. თბილისის “დინამო”, ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებული სახელია ქართულ ფეხბურთში და ამ გუნდთან ტოლ-სწორად თამაში, თუნდაც საშინაო მატჩში, არ არის იოლი. ჭელიძემ მოკლე ხანში “თელავი” მეტად საინტერესო, შეკრულ და მებრძოლ გუნდად აქცია – Lelo.ge