“საბურთალოსთან” მატჩის დაწყებამდე, საფეხბურთო კლუბ “თელავის” დირექტორმა სოსო გრიშიკაშვილმა, კაპიტანი ანტონ თოლორდავა, მეკარე ლუკა სანიკიძე და მცველები, ფირუზ მარაქველიძე და მირიან ჯიქია სპეციალური, 100-ნომრიანი მაისურებით დააჯილდოვა – ჩვენმა ბიჭებმა სკ “თელავის” ღირსება 100-ზე მეტ შეხვედრაში დაიცვეს.
გილოცავთ და მადლობა ბიჭებო, გვიყვარხართ და გაფასებთ!