საფეხბურთო კლუბ “თელავის” ფეხბურთელებმა თელავში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დატრიალებულ ტრაგედიას თავისუფლებისთვის მებრძოლი 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა:
აზა ადამია, 22 წლის
ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის
ნატო გიორგაძე, 23 წლის
თამუნა დოლიძე, 28 წლის
თინა ენუქიძე, 70 წლის
ნინო თოიძე, 22 წლის
ზაირა კიკვიძე, 61 წლის
მანანა ლოლაძე, 34 წლის
თამარ მამულაშვილი, 50 წლის
ვენერა მეტრეველი, 45 წლის
მამუკა ნოზაძე, 21 წლის
ნანა სამარგულიანი, 41 წლის
შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის
მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
თამარ ჭოველიძე, 16 წლის
ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
მანანა მელქაძე, 26 წლის
გია ქარსელაძე, 25 წლის
1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა…