ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” სტუმრად თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა საჩხერის “ჩიხურასთან” და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან გოლები იაროსლავ კვასოვმა და გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანეს.
სკ “თელავს” ახლა აქტივში 19 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-5 ადგილზეა.
მორიგ, მე-16 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ, კვირას, 22 ნოემბერს შინ გამართავს და” კავკასიონი არენაზე” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლებს – დასაწყისი 14:00 საათი.
“ჩიხურა” 1:2 “თელავი”
0:1 კვასოვი (37), 1:1 წიქარიძე (72), 1:2 მოისწრაფიშვილი (88)
“ჩიხურა”: ზარქუა, კაშია, კამლაძე, ჯაფიაშვილი, ჩიკვაიძე, გვაზავა, ბერეზოვი, კორიფაძე (წიქარიძე 56), კიკაბიძე (ჯიგკაევი 46), კახაბრიშვილი, ბუხაიძე (მუჯირი 73)
სათადარიგონი: ბეგაშვილი; მაჩაიძე, დეკანოიძე, ჯავაშვილი, ღავთაძე, ბასტრონი
მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე
“თელავი”: სანიკიძე, ბერიაშვილი, თოლორდავა, დიმიტროვსკი, მარაქველიძე, პოღოსიანი (ჯიქია 72), მოსიაშვილი, ბაჩიაშვილი, სამუშია (მოისწრაფიშვილი 65), ნ. ბაშელეიშვილი, კვასოვი (კანდელაკი 87)
სათადარიგონი: თანდილაშვილი; კოშკაძე, კრაევი
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
გაფრთხილება: ბუხაიძე, მოსიაშვილი, კაშია, მარაქველიძე, ბერიაშვილი, კამლაძე
მსაჯი: მაჭარაძე