ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 23 წლის თემურ ჩოგაძე დაიცავს.
თემურ ჩოგაძე – დაიბადა: 1998 წლის 5 მაისს ბათუმში; სიმაღლე: 177 სმ; წონა: 72 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “ინჰულეცი” (უკრაინა).
თემურ ჩოგაძე ჩვენს გუნდს უკრაინიდან შემოუერთდა, სადაც ჯერ ორი სეზონი დონეცკის “ოლიმპიკში” გაატარა, მერე კი “ინჰულეცში” ირიცხებოდა. თემურს ქართულ კლუბებშიც აქვს ნათამაშევი და უკრაინაში წასვლამდე სხვადასხვა დროს “საბურთალოს”, ბათუმის “დინამოს”, “რუსთავისა” და ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელი გახლდათ – ჩოგაძე “თელავში” 18 ნომრით ითამაშებს .
ფეხბედნიერი იყოს თემურ შენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები შენს გუნდთან ერთად!
სკ “თელავის” პრესსამსახური