საფეხბურთო კლუბ “თელავში” 25 წლის გამოცდილი ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი ითამაშებს – ზაზა უკვე თელავშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ზაზა ციცქიშვილი

დაიბადა: 1995 წლის 4 ივლისს რუსთავში; სიმაღლე: 181 სმ; წონა: 70 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “ტორპედო” ქუთაისი

ფეხბედნიერი იყოს შენი მოსვლა ზაზა ჩვენს დიდ ოჯახში და მრავალი წარმატებები შენს ახალ გუნდთან ერთად!

სკ “თელავის” პრესსამსახური