ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ გორის “დილასთან” მატჩში დაშავებული ცოტნე კაპანაძე თავს უკეთ გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ჩვენი გუნდის ფეხბურთელი მატჩის 25-ე წუთზე მძიმედ დაშავდა, თუმცა საბედნიეროდ, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის დახმარებით, მისი კლინიკაში გადაყვანა დროულად მოხერხდა და ყველაფერიც კარგად დასრულდა – ცოტნეს მსუბუქი ტვინის შერყევა დაუდგინდა და კლინიკიდანაც მალე გამოწერენ.
სკ “თელავის” პრესსამსახური