ფეხბურთის ფედერაციაში დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ჩვენი გუნდი თასის 1/16 ფინალში წყალტუბოს “სამგურალის” მეორე გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც რანგით მეოთხე ლიგაში თამაშობს.

“სამგურალი 2” – “თელავი” 21 აპრილს წყალტბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.