ჩვენი გუნდი თბილისში, დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში ინტენსიურად ემზადება…
მწვრთნელ გიორგი ჭელიძის განკარგულებაში ამწუთისთვის 25-26 ფეხბურთელია, საწვრთნელი პროცესი კი ხალისიანი, საინტერესო, და მრავალფეროვანი – ბუნებრივია, ინტენსივობასთან ერთად იზრდება დატვირთვებიც.
რაც შეეხება გუნდის საბოლოო დაკომპლექტებას, სელექცია აქტიურ ფაზაშია გადასული და სატრანსფერო სიახლეებს, ახალწვეულთა ვინაობას მოკლე ხანში შეიტყობთ.
სკ “თელავის” პრესსამსახური