10 და 14 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდული (U-21) ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს გამართავს ფინეთისა და ლიტვის ნაკრებებთან – ორივე მეტოქეს გია გეგუჩაძის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

21-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც უკვე შეკრებაზე 6 ნოემბრიდანაა გადასული, მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ სხვებთან ერთად კვლავ იხმო საფეხბურთო კლუბ “თელავის” შემტევი ნახევარმცველი ნიკოლოზ ბაშელეიშვილი.

FC Telavi - სკ თელავის ოფიციალური გვერდი-ს ფოტო.ფინეთთან და ლიტვასთან სათამაშოდ გეგუჩაძის რჩეულთა ვინაობა ასეთია:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბათუმი);

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბილისი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბილისი);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშელეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), გიორგი ზარია (დინამო თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბილისი), ბექა მიქელთაძე (დინამო თბილისი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა);

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).