საფეხბურთო კლუბი “თელავი”, უკვე მესამე წელია, რაც ქვეყნის ელიტარულ ლიგაში თამაშობს და ჩვენს გუნდს, ჩემპიონატის სტარტზე ასეთი, მართლაც რომ ძალიან მაგარი შედეგი, მის ხანმოკლე ისტორიაში არც ჰქონია – ოთხი ტურის შემდეგ “თელავი” ლიდერთა მარაქაშია, პლუს ერთი მატჩი მარაგში…
და, რა გვინდა ამით ვთქვათ? არაფერი განსაკუთრებული, არც ის, რომ გავყოყოჩდით ან რამე ამდაგვარი – არა, არა და არა!!! უბრალოდ…
უბრალოდ, გვინდა მხოლოდ ის, რომ ვიყოთ ღირსეულები, ყოველი მომდევნო, წინაზე უკეთესი იყოს, ვიბრძოლოთ და ვითამაშოთ, ვისიამოვნოთ და ჩვენი ფეხბურთით, ჩვენმა ქომაგმა ისიამოვნოს!
ასე რომ, ძვირფასო გულშემატკივრებო, 20 მარტს ქუთაისის “ტორპედოსთან”, მრავლად მოდით და გელოდებით “კავკასიონი არენაზე” – ეს ბიჭები, ჩვენი და თქვენი ძალიან მაგარი ბიჭები, ეს გუნდი უფრო მეტად იმსახურებს გვერდში დგომას და მხარდაჭერას!!!
თელავს გაუმაარ-ჯოს!
ძალა ერთობაშია!!
ერთად, ერთი საქმისთვის!!!
ჩვენი ღირსება, ჩვენი გუნდია!!!!