zzzzzzz

გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!

გიორგი დეკანოსიძე “თელავის” მთავარი მწვრთნელია. კლუბმა წელს, მისი ხელმძღვანელობით, ეროვნულ ლიგა 2-ში გადაინაცვლა.

საინტერესოა, რა მდგომარეობაა კახეთში ფეხბურთის განვითარების მხრივ, როგორი დონეა მე-3 ლიგაში და რას გეგმავენ თელავური კლუბის ხელმძღვანელები.

ამ ყველაფერზე გიორგი დეკანოსიძეს ვესაუბრეთ.

– ბატონო გიორგი, როგორი მდგომარეობაა მე-3 ლიგაში? ფეხბურთელები, ინფრასტრუქტურა და ა.შ…
– ინფრასტრუქტურის მხრივ, რა თქმა უნდა, პრობლემებია. არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც უკეთეს დონეზე თამაში შეუძლიათ. თუნდაც, ჩვენი გუნდიდან U20-ში იყო ილია ბერიაშვილი, U-21-ში კი -ნიკოლოზ ბაშალეიშვილი. მათ გარდაც არიან პერსპექტიული მოთამაშეები.

– ფედერაციის დაფინანსებაზე

თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა თანხით აფინანსებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მე-3 ლიგის გუნდებს?
– ზუსტად ვერ გეტყვით, ფონდიდან რამდენი მოდის. როგორც ვიცი, 250 ათასი ლარია.

– კახეთში ფეხბურთის განვითარებაზე რომ გვითხრათ, “თელავის” გარდა, კიდევ რომელი გუნდები ასპარეზობენ კახეთში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები რა დახმარებას უწევენ მათ?
– დაახლოებით, 8-9 წლის განმავლობაში თელავში ფეხბურთი თითქმის არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც სიტუაციას ხელი შოთა გრიშიკაშვილმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ მოკიდეს, შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთი გაცოცხლდა. მათ ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. გაარემონტეს საცხოვრებელი, სადაც ჩვენი ფეხბურთელები ცხოვრობენ.

ყველაფერი თავისი ხარჯებით გააკეთეს და იმედი მაქვს, ეს პატარა წარმატება კახეთში ფეხბურთს უფრო გამოაცოცხლებს და შესაბამისად, უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება.

კახეთი ძალიან მაგარი და ძლიერი მხარეა. ამ ხალხს ერთი წარმატებული გუნდი ეკუთვნის. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად დაუდგება გვერდით ამ ხალხს როგორც ფედერაცია, ისე სახელმწიფო.

– ბავშვთა ფეხბურთზე რომ გვითხრათ… არის თუ არა კახეთში გახსნილი საფეხბურთო წრეები?
– ფედერაციამ ლაგოდეხში ბაზა განაახლა, რაც ძალიან კარგია. ასევე საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებს თელავშიც. ჩემი აზრით, დიდი გუნდის არარსებობის გამო იმდენად დიდი არ იყო ფეხბურთის მიმართ ინტერესი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი მცირე წარმატება ამ ყველაფერს შეცვლის.

– გიორგი არაბიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი ფეხბურთელი იჩაგრება და ბევრ უსამართლობას ხედავს. თქვენ თუ გსმენიათ მსგავსი ფაქტი და რას იტყოდით არაბიძის განცხადებაზე?
– მე პირადად არ გამიგია. ოღონდ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდეს და მწვრთნელმა კარგ ფეხბურთელზე უარი როგორ უნდა თქვას. “დინამოს” აკადემიაშიც და “საბურთალოშიც”, დამიჯერეთ, ორივე კლუბი ცდილობს, ნიჭიერი ფეხბურთელი იპოვნოს და განავითაროს.

– “თელავი” მე-2 ლიგაში გადავიდა. რას აპირებს გუნდი სამომავლოდ და იბრძოლებთ თუ არა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად?
– რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ! ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები, მწვრთნელები… უამბიციონი არ არიან. თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის და ამიტომ კლუბი ზევით უნდა ავიდეს და თავისი სიტყვა თქვას!

zzzzzzz

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s