⚽ ჩვენი მეტოქე – „ვიტ ჯორჯია“ ⚽

zzzzzzz

 ჩვენი მეტოქე – „ვიტ ჯორჯია“ 

ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურში, სკ „თელავი“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს – მატჩი ხვალ, 30 მარტს „გივი ჩოხელზე“ გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი ტელერეპორტაჟი „აჭარა TV“-ზეა დაგეგემილი.

„ვიტ ჯორჯია“ (თბილისი)
დაარსდა: 1997 წელს
პრეზიდენტი: გურამ რუხაძე
მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი
კაპიტანი: ჯონი შეროზია
სტადიონი: „მცხეთა პარკი“
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი (2004, 2009), საქართველოს თასი (2010), საქართველოს სუპერთასი (2009)

თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“, მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად დაიწყო – ვიტელებმა პირველ ტურში „ცხინვალთან“ შინ 1:1 ითამაშეს, მეორე ტურში ბათუმის „დინამოს“ სტუმრად 1:0 მოუგეს, მესამე ტურში კი მარტვილის „მერანი“ შინ 1:0 დაამარცხეს.

„ვიტ ჯორჯია“ ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, თუმცა თითქმის ყველა რგოლში ჰყავს გამოცდილი და გამორჩეული მოთამაშე – 27 წლის მეკარე და კაპიტანი ჯონი შეროზია (#1), 28 წლის ცენტრალური მცველი გიორგი გეთიაშვილი (#4), მისივე თანატოლი საყრდენი ნახევარმცველი გიორგი ვასაძე (#18) და ტრავმირებული ზურაბ ღირდალაძის არყოფნაში თავდასხმაში აწეული ნახევარმცველი, 23 წლის ცოტნე მოსიაშვილი (#6). ამასთანავე, საყურადღებოა 20 წლის თავდამსხმელის პაატა ღუდუშაურის (#7) თამაშიც: ღუდუშაური სწრაფია და მის ანგარიშზე უკვე ერთი გოლი და ერთიც საგოლე პასია.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, საფეხბურთო კლუბი „თელავი“ „ვიტ ჯორჯიას“ აქამდე არასდროს შეხვედრია – არც ოფიციალურად და არც ამხანაგურად.

„ვიტ ჯორჯიას“ შემადგენლობა:
მეკარეები: ჯონი შეროზია, ნიკა ქავთარაძე, ლევან ისერგიშვილი;
მცველები: გიორგი გეთიაშვილი, ირაკლი კამლაძე, რევაზ ჩიტიშვილი, დავით საჯაია, ოთარ მუხულიშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, ზურაბ სეხნიაშვილი;
ნახევარმცველები: გიორგი ვასაძე, ცოტნე მოსიაშვილი, ნოდარ კიკნაველიძე, შოთა დავლაშელიძე, გიორგი ვეკუა, ბექა კაკუშაძე, გიორგი ვაზაგაშვილი, შალვა ექვთიმიშვილი;
თავდამსხმელები: პაატა ღუდუშაური, ირაკლი ზარიძე, თორნიკე მუზაშვილი, ზურაბ ღირდალაძე

zzzzzzz

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s