ჩვენი მეტოქე – „სამგურალი“

ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურში, სკ „თელავი“ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება – მატჩი ხვალ, 21 აპრილს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

„სამგურალი“ (წყალტუბო)
დაარსდა: 1945 წელს
მწვრთნელი: გია გიგატაძე
კაპიტანი: ბექა ბიბილაშვილი
სტადიონი: „26 მაისი“

შემადგენლობა:
მეკარეები: ანდრე ნონოსი, ალექსანდრე ნუცუბიძე, ბექა ფანცხავა;
მცველები: ბექა ბიბილაშვილი, ზურაბ ენდელაძე, ზურაბ ფანცხავა, ლუკა ჯანელიძე, გიორგი ხელაძე, თორნიკე შალიკაშვილი, უშანგი ბანძელაძე, თორნიკე კაკუშაძე, ბაქარ ლაღაძე, ნიკა შალამბერიძე;
ნახევარმცველები: ლევან მანაგაძე, ზაურ გოგუაძე, თენგიზ ბრეგვაძე, გიორგი გოგიჩაიშვილი, ცოტნე ხარაბაძე, ივანე კილაძე, გიორგი ნერგაძე, ლაშა ჩავჩიძე;
თავდამსხმელები: გაბრიელ საღრიშვილი, მამუკა ღონღაძე, გაგა ჩხეტიანი.

წყალტუბოს „სამგურალი“ მიმდინარე ეროვნული ლიგა 2-ის ცხრილში ექვსი ჩატარებული ტურის შემდეგ მე-8 ადგილზეა და 7 ქულა აქვს.

„სამგურალი“ მეტოქეებს ჯერჯერობით, წყალტუბოს მიღმა მასპინძლობს, რადგან საშინაო „26 მაისზე“ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და გუნდიც მშობლიურ სტადიონს აგვისტოში დაუბრუნდება.

წყალტუბოელებს 54 წლის გია გიგატაძე წვრთნის, რომელიც „სამგურალში“ 2016 წლიდან მუშაობს – გიგატაძემ სამწვრთნელო კარიერა 2010 წელს დაიწყო ქუთაისის „ტორპედოში“, 2014 წლის მარტიდან მაისამდე გორის „დილას“ ავარჯიშებდა, „სამგურალში“ მისვლამდე კი ტყიბულის „მეშახტეს“ ედგა სათავეში.

წყალტუბოურ გუნდს 30 წლის მცველი ბექა ბიბილაშვილი კაპიტნობს, თუმცა მის გარდა გიგატაძის განკარგულებაში კიდევ არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია, რომელთაც უახლოეს წარსულში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში (ახლანდელი ეროვნული ლიგა) უთამაშიათ: თორნიკე კაკუშაძე (27 წლის), თორნიკე შალიკაშვილი (27), გიორგი ნერგაძე (35), ივანე კილაძე (28), გაგა ჩხეტიანი (34) და მამუკა ღონღაძე (32).

ასაკის მიუხედავად, გამოცდილება არ დაეწუნება 19 წლის თავდამსხმელ გაბრიელ საღრიშვილს, რომელიც მიმდინარე სეზონში მართლაც გამორჩეულია „სამგურალის“ შემადგენლობაში – საღრიშვილი სეზონის წინ გადავიდა წყალტუბოურ გუნდში ქუთაისის „ტორპედოდან“ და 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

„სამგურალს“ ერთადერთი ლეგიონერი ჰყავს – 26 წლის კამერუნელი მეკარე ანდრე ნონოსი. ნონოსი საქართველოს ჩემპიონატში 2009/2010 წლების სეზონში გამოჩნდა „ცხინვალის“ შემადგენლობაში, მერე კი „ნორჩი დინამო“, „სასკო“, სტუ, წალენჯიხის „სქური“ და ტყიბულის „მეშახტე“ მოიარა.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას, სკ „თელავს“ და „სამგურალს“ ერთმანეთში არ უთამაშიათ – არც ოფიციალურად და არც ამხანაგურად.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s