დასრულდა მატჩი “გაგრა” 1:1 “თელავი”

დასრულდა მატჩი
“გაგრა” 1:1 “თელავი”

ეროვნული ლიგა 2-ის მე-12 ტურის მატჩში სკ “თელავი” საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” სკ “გაგრას” დაუპირისპირდა – შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

თელაველთაგან გამთანაბრებელი გოლი 84-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ შეაგდო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მასპინძელთა მეკარე ვადიმ შევჩუკს გიორგი ხარებაშვილის ახლო მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი სასწაულებრივად რომ არ აეღო, ჩვენი ბიჭები მეტოქეს 3 ქულას გამოგლიჯავდნენ.

ახლა სკ “თელავს” აქტივში 18 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა.

მორიგ, მე-13 ტურის შეხვედრას სკ “თელავი” 25 მაისს, კვლავ სტუმრად გამართავს და მცხეთაში თბილისის “ვიტ ჯორჯიას” დაუპირისპირდება

საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. XII ტური

18 მაისი. თბილისი. 17:00. ტექნიკური ცენტრი “ბასა”

“გაგრა” 1:1 “თელავი”
1:0 ცაცკრიალაშვილი (9), 1:1 ნიქაბაძე (84)

“გაგრა”: 1 შევჩუკი, 15 სოფრომაძე, 3 ბრაჭული, 22 კილაძე, 5 სამხარაძე, 19 კაკიაშვილი, 9 ხაბელაშვილი (23 სულთანიშვილი’67), 8 ცაცკრიალაშვილი, 6 გაფრინდაშვილი, 10 პაპავა (20 სპანდერაშვილი’82), 11 ლომსაძე (16 გაბრიჩიძე’75)

სათადარიგონი: 12 ისიანი; 2 ხოსიტაშვილი, 7 მაგრაქველიძე, 17 გოგატიშვილი

მწვრთნელი: დენის ხომუტოვი

“თელავი”: 21 სანიკიძე, 13 მურველაშვილი (9 იოსელიანი’61), 3 თოლორდავა, 4 მარაქველიძე, 14 ჯიქია, 6 ნოზაძე (7 მ. ბაშელეიშვილი’46), 17 ლენა (77 რუხაძე’72), 20 გოგოლიძე, 28 მარსელო, 33 ხარებაშვილი, 99 ნიქაბაძე

სათადარიგონი: 1 ზუროშვილი; 5 ბერიაშვილი, 8 კუკუჯანაშვილი, 10 ნ. ბაშელეიშვილი

მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

გაფრთხილება: ნიქაბაძე (26), ბრაჭული (63), ლომსაძე (69), გაფრინდაშვილი (78), მარსელო (80)

მსაჯი: დავით სანოძე (ხონი)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s