ინტერვიუ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე “თელავის” ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი რუხაძესთან:

რადიო იმედი Radio Imedi-ს ფოტო.

 

ინტერვიუ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე “თელავის” ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი რუხაძესთან:

დავიწყოთ “თელავით” – გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება. ბევრი არ ელოდა ასეთი ახალგაზრდული კლუბისგან ასეთ შედეგს. რა არის ამ წარმატების მთავარი საიდუმლო?

 ” წარმატების მთავარი საიდუმლო ერთსულოვნება, გუნდურობა და ერთმანეთის გვერდში დგომაა. “

 “თელავს” ლიგა 1-ში გადასვლის მშვენიერი შანსი აქვს. როგორ შეაფასებდით ამ შანსებს და რა იყო გუნდის მიზანი სეზონის დაწყებამდე?

 ” ჩვენი შანსები ძალიან რეალურია. ცხრილში მე-3 ადგილზე ვიმყოფებით და ჩინებული შანსი გვაქვს ელიტაში გადავიდეთ. სეზონის დაწყებამდე ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო. “

 გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები სჭარბობენ. როგორი ატმოსფეროა გუნდში და ზოგადად მთელს თელავში?

 ” დიახ, ნამდვილად ახალგაზრდული გუნდი ვართ. საშუალო ასაკი 23 წელია. სეზონის შუაში რამდენიმე გამოცდილი ფებურთელი დაგვემატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გუნდში ჩინებული ატმოსფეროა, ყველა ერთი მიზნის ირგვლივ ვართ გაერთიანებულნი. თელავში ხალხს ფეხბურთი ძალიან მოსწონს და ეს ქალაქი და ადგილობრივი გულშემატკივრები იმსახურებენ, რომ წარმატებული გუნდი ჰყავდეთ. “

თქვენ დიდი გამოწვევის წინაშე დგახართ. მზადაა ეს ახალგაზრდული გუნდი ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრისთვის?

” გეთანხმებით, წინ დიდი გამოწვევები გველოდება. ეს გუნდი დაარსების დღიდან პროგრესირებს და მჯერა, ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდება. “

 თქვენ მშვენიერ სეზონს ატარებთ. გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი ხართ და გოლებიც ხშირად გაგაქვთ. კმაყოფილი ხართ თქვენი ამჟამინდელი სათამაშო ფორმით?

” დიახ, ნამდვილად კარგ ფორმაში ვარ, რაშიც გუნდი ყველანაირად მეხმარება. გუნდის სათამაშო სტილი იდეალურად ერგება ჩემს სტილს. “

როგორც ცნობილია, “თელავი” კერძო მფლობელის ხელშია. როგორი პირობებია გუნდში ფინანსური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით?

” საქართველოს პირობებთან შედარებით ჩვენთან იდეალური პირობებია. გუნდი მაქსიმალურად ხელს გვიწყობს, რომ წარმატებას მივაღწიოთ. “

რას იტყვით ეროვნული პირველობის დონეზე. როგორ შეაფასებდით ახალ სისტემას?

” ახალი სისტემით მეც და თითოეული ფეხბურთელი კმაყოფილები ვართ. მართალია, ზოგჯერ თამაშები 3-4 დღის ინტერვალში გვიწევს, მაგრამ რაც მთავარია ჩემპიონატი პროგრესირებს და ეს შედეგს მალე გამოიღებს. “

თქვენი ყოფილი გუნდი “საბურთალო” საქართველოს ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია. რას იტყვით ამის შესახებ?

” როგორც ადრე, “საბურთალოს” ახლაც მთელი გულით ვგულშემატკივრობ. გუნდის მთავარი გასაღები მთ.მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილია, ვისთანაც ცოტა ხნით ვიმუშავე. გუნდი ლამაზ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, რაც მთლიანად ბატონი გიას დამსახურებაა. ეს გუნდი იმსახურებს ჩემპიონობას და წარმატებებს ვუსურვებ. “

ბოლოს, რას იტყვით საქართველოს ნაკრების ორ უახლოეს შეხვედრაზე?

” ჯგუფიდან გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ჩემი აზრით, ძალიან კარგი ნაკრები გვყავს, სადაც ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ. მჯერა, ამ ორ შეხვედრაში 6 ქულის მოპოვებას შევძლებთ. აქვე მინდა ნაკრებში გამოძახება მივულოცო ჩემს მეგობარ ლუკა ზარანდიას და წარმატებებს ვუსურვებ. თქვენი რადიოს მეშვეობით ასევე მადლობას ვუხდი სოსო გრიშიკაშვილსა და გიორგი დეკანოსიძე, რომლებმაც საშუალება მომცეს “თელავში” ჩემი თავი სრულად წარმომეჩინა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s