დასრულდა მატჩი
„თელავი“ 1:0 „დილა“

გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში გორის „დილა“ 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე, მეოთხედფინალში გავიდა.

თელაველთაგან ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გიორგი ნიქაბაძემ 82-ე წუთზე შეაგდო – „ნიქაბამ“ მარჯვენა ფლანგიდან ფირუზ მარაქველიძის დაბალ ჩაწოდებულს დაუხვედრა მარჯვედ ფეხი და „გივი ჩოხელზე“ შეკრებილი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი აახმაურა.

https://www.youtube.com/watch?v=-Kd5ZSzBJCI&feature=player_embedded

ტრადიციისამებრ, სკ „თელავის“ გულშემატკივრებმა დღევანდელ მატჩშიც გამოავლინეს რჩეული – ეს პატივი ცენტრალურ მცველ ნიკოლოზ აფაქიძეს ერგო, რომელიც მთელი შეხვედრის მანძილზე თანაგუნდელებთან ერთად მართლაც რომ კედელივით იდგა.

მადლობა ნიქაბ, მადლობა ბიჭებო!

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი
მერვედფინალი
19 სექტემბერი. თელავი. 15:30 საათი. „გივი ჩოხელი“

„თელავი“ 1:0 „დილა“
1:0 ნიქაბაძე (82)

„თელავი“: 21 სანიკიძე, 4 მარაქველიძე, 3 თოლორდავა, 15 აფაქიძე, 5 ბერიაშვილი, 14 ჯიქია, 7 მ. ბაშელეიშვილი, 37 ჭელიძე, 20 გოგოლიძე (6 ნოზაძე’90), 77 რუხაძე (33 ხარებაშვილი’88), 99 ნიქაბაძე (8 კუკუჯანაშვილი’90+3)

სათადარიგონი: 1 მამადოვი; 12 გალახვარიძე, 13 მურველაშვილი, 16 ტვილდიანი

მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

„დილა“: 66 გუგეშაშვილი, 4 ჩადუნელი, 6 ნონდი (23 ლამპტეი’59), 8 ქავთარაძე, 9 გოგუა, 10 რაჟამაშვილი (11 ნონიკაშვილი’77), 22 კოვტალიუკი (99 ჯოოფი’46), 31 სანტოს პერეირა, 33 გრიგალაშვილი, 70 ლეანდრო, 77 სუხიაშვილი

სათადარიგონი: 21 ბეგაშვილი; 7 რაზმაძე, 15 კორიფაძე, 55 სამუშია

მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი

გაფრთხილება: თოლორდავა (9), აფაქიძე (18), ჩადუნელი (20), მარაქველიძე (75)

მსაჯი: გიორგი კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)