22-25 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბ „თელავის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი დეკანოსიძე უეფაში იმყოფებოდა.FC Telavi - სკ თელავის ოფიციალური გვერდი-ს ფოტო.

??️ შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მდებარეობს, მწვრთნელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მორიგი ეტაპი გაიმართა.

 PRO-ლიცენზიის მსურველი მწვრთნელები უეფამ ამ ეტაპზე საქართველოდან, ხორვატიიდან, ლიეტუვადან და სომხეთიდან მიიწვია.

 სკ „თელავის“ მწვრთნელ გიორგი დეკანოსიძესთან და სხვებთან ერთად ლექციას, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობას, ახლო წარსულში გერმანული კლუბების, ბრემენის „ვერდერის“ და ფრანკფურტის „აინტრახტის“ თავკაცი თომას შააფიც ესწრებოდა, საპატიო სტუმრის სტატუსით კი სემინარზე რუსეთის ნაკრების მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვიც გახლათ მიწვეული.

 PRO-ლიცენზიის სამწვრთნელო კურსები საერთო ჯამში 12 ეტაპს მოიცავს, გამოცდები კი 2019 წლის დეკემბერში ჩატარდება.

? წარმატებები ბატონო გიორგი! ?