საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალის მატჩი დღეს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართა, “სამგურალი 2” 3:1 დაამარცხა და თასის მერვედფინალში გავიდა.

ჩვენი გუნდიდან ბურთები რევაზ ინჯგიამ, ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა და ვაჟა ფაცაციამ გაიტანეს.

მატჩის 56-ე წუთზე დებიუტი ჰქონდა ჩვენი გუნდის ახალწვეულს ზაზა ციცქიშვილს – ზაზა შეცვლაზე შევიდა, გიორგი ხაბულიანი შეცვალა და სკ “თელავის” მაისურაც ოფიციალურად მოირგო.

თასის 1/8 ფინალის წილისყრა ფეხბურთის ფედერაციაში უახლოეს დღეებში შედგება.

მორიგ შეხვედრას ჩვენი გუნდი შაბათს, 24 აპრილს სტუმრად სამტრედიაში გამართავს და ეროვნული ლიგის მე-10 ტურის მატჩში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივ “სამტრედიას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 16:00 საათი.

“სამგურალი 2” 1:3 “თელავი”

1:0 ხელიძე (12), 1:1 ინჯგია (28), 1:2 ნ. ბაშელეიშვილი (40), 1:3 ფაცაცია (79)

“სამგურალი 2”: სვანიძე, ხვადაგიანი (წულაია 75), კენჭაძე, ალავიძე, კვეტენაძე (ჯიმშელეიშვილი 85), ხელიძე (შვანგირაძე 85), ჭელიშვილი, გობრონიძე (იობიძე 62), გოგია, ახვლედიანი, ვოსკანოვი

სათადარიგონი: გელხვიიძე; ბურჯანაძე, გურეშიძე, ვაჩიბერაძე, თოხაძე

მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე

“თელავი”: თანდილაშვილი, ძოწენიძე, ფაცაცია, ჯიქია, მ. ბაშელეიშვილი (შერგელაშვილი 68), ბაიბალაევი, აშორტია (ჯანელიძე 68), ინჯგია (მარაქველიძე 62), ნ. ბაშელეიშვილი, ხაბულიანი (ციცქიშვილი 56), კოხრეიძე (სოსიაშვილი 68)

სათადარიგონი: ჩოჩიშვილი; შეყილაძე, არდაზიშვილი

მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

გაფრთხილება: ჯიქია

მსაჯი: დავით ფიფია