ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ჩვენს გუნდს 41 წლის გიორგი მიქაძე გაწვრთნის.
გიორგი მიქაძე 1980 წლის 21 მარტს დაიბადა თბილისში და ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ (თამაშობდა თბილისის “დინამოში”, “ლოკომოტივში”, “ზესტაფონში” და კიდევ არაერთ ქართულ კლუბში) სამწვრთნელო საქმიანობა 2013 წლიდან დაიწყო – “ზესტაფონი”, მარტვილის “მერანი”, საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებები, “სამტრედია”… ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, სადაც მიქაძეს აქამდე უმუშავია და წარმატებითაც.
გეტყვით იმასაც, რომ სიახლეა სამწვრთნელო შტაბშიც – ბესიკ აბულაძე, ვინც ჩვენს გუნდს რევაზ გოცირიძის წასვლის შემდეგ დროებით წვრთნიდა, მიქაძის პირველი თანაშემწე იქნება, ხოლო მეორე ასისტენტად ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, 39 წლის სერგი ორბელაძე იმუშავებს, მეკარეების მწვრთნელი კი 44 წლის ლევან აბაშიძე იქნება.
წარმატებები გიორგი, წარმატებები სერგი და წარმატებები ლევან – ფეხბედნიერი იყოს თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში.
სკ “თელავის” პრესსამსახური

გიორგი მიქაძე

სერგი ორბელაძე

ლევან აბაშიძე

გიორგი მიქაძემ და სერგი ორბელაძემ “თელავი” პირველად ავარჯიშეს

ჩვენი გუნდის მეკარეები ლევან აბაშიძემ ავარჯიშა