ეროვნული ლიგის 28-ე ტურის მატჩი საფეხბურო კლუბმა “თელავმა” სტუმრად, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართა “სამტრედიასთან” და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან გოლები ლაშა შერგელაშვილმა და ანტონ თოლორდავამ გაიტანეს – “შერგელამ” მატჩის მე-17 წუთზე ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და მეკარისგან შორეულ კუთხეში ჩასვა ბურთი, ხოლო ანტონმა 35-ე წუთზე, გიორგი ჯანელიძის მიერ მოწოდებულ კუთხურს შეაგება მძლავრი თავური და მასპინძლები უშანსოდ დატოვა.

სკ “თელავის” აქტივში ახლა 29 ქულაა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-7 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” სანაკრებო პაუზის შემდეგ, შაბათს, 16 ოქტომბერს შინ გამართავს და ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩში “კავკასიონი არენაზე” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 16:30 საათი.

“სამტრედია” 0:2 “თელავი”

0:1 შერგელაშვილი (17), 0:2 თოლორდავა (35)

“სამტრედია”: ქურდაძე, ასათიანი, გადრანი, ახალაძე (რობაქიძე 77), მჭედლიშვილი, პავიშიჩი (ცეცხლაძე 64), ენდელაძე (მესიაჩენკო 64), კვირკვია, პრელჩეცი (კობახიძე 57), არაბიძე, ლომთაძე (ილურიძე 57)

სათადარიგონი: კუპატაძე; გოგიაშვილი, კამლაძე, იოსელიანი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

“თელავი”: სანიკიძე, ფაცაცია, თოლორდავა, თევზაძე, მარაქველიძე (ჯიქია 79; აშორტია 89), ჯანელიძე, მ. ბაშელეიშვილი, შერგელაშვილი, ჩუკურა, ჟუნიორი (შეყილაძე 79), რუხაძე (კაპანაძე 54)

სათადარიგონი: რევაზიშვილი; კამარა, ჩოგაძე, არდაზიშვილი

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

გაფრთხილება: გადრანი, ფაცაცია, ენდელაძე, კაპანაძე, ჯიქია

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი