დღეს, 12 იანვარს, საფეხბურთო კლუბი “თელავი” შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.
გუნდიდან ოფიციალურად წასული ფეხბურთელების ვინაობა უკვე გაცნობეთ და გეტყვით, რომ მათ უკრაინელი ლეგიონერი, ვლადისლავ კრაევიც შეუერთდა – კლუბი მადლობას უხდის კრაევს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს.
რაც შეეხება ახალწვეულებს, ამწუთისთვის 7 ახალი ფეხბურთელი გვყავს: ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა შეყილაძე და იმედა აშორტია – ბიჭებმა უკვე გააფორმეს კლუბთან 2-2 წლიანი ხელშეკრულებები და გუნდთან ერთად ივარჯიშეს კიდეც.
ზურაბ თევზაძე – 28 წლის; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “მერანი” (თბილისი)
ცოტნე კაპანაძე – 19 წლის; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “ლოკომოტივი” (თბილისი)
ვაჟა ფაცაცია – 22 წლის; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “დინამო” (ბათუმი)
გიორგი ხაბულიანი – 16 წლის; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “მერანი” (თბილისი)
ბექა გაბისკირია – 24 წლის; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “მერანი” (თბილისი)
შოთა შეყილაძე – 20 წლის; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “ლოკომოტივი” (თბილისი)
იმედა აშორტია – 24 წლის; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “შუქურა” (ქობულეთი)
სკ “თელავი” მიესალმება ზემოხსენებულ ფეხბურთელებს, წარმატებებს უსურვებს მათ გუნდთან ერთად და გვჯერა, ჩვენი ახალწვეულები გუნდის სახელს ღირსეულად დაიცავენ – იმედა აშორტიას კი საფეხბურთო კლუბ “თელავის” გულშემატკივარი კარგად უნდა იცნობდეს, გუნდის დაარსებიდან პირველივე სეზონში, იმედა საუკეთესო ბომბარდირი და ქომაგთა რჩეული გახდა.
ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ გუნდის გაძლიერება-დაკომპლექტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე ახალი ფეხბურთელის ვინაობასაც უახლოეს დღეებში შეიტყობთ.
სკ “თელავის” პრესსამსახური