„ვიტ ჯორჯია“ 1:0 „თელავი“

ეროვნული ლიგა 2-ის 31-ე ტურის შეხვედრა საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მცხეთაში, „მცხეთა პარკზე“ გამართა თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ და 0:1 დამარცხდა. სკ „თელავის“ აქტივში კვლავაც 43 ქულაა, გათამაშების ცხრილში კი მე-5 ადგილი. მორიგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 7 ნოემბერს, თელავქალაქობას „გივი ჩოხელზე“ გამართავს და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს - … Continue reading „ვიტ ჯორჯია“ 1:0 „თელავი“

წარმატებები ბატონო გიორგი!

22-25 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბ „თელავის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი დეკანოსიძე უეფაში იმყოფებოდა. 🇨🇭️ შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მდებარეობს, მწვრთნელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მორიგი ეტაპი გაიმართა. ⚽ PRO-ლიცენზიის მსურველი მწვრთნელები უეფამ ამ ეტაპზე საქართველოდან, ხორვატიიდან, ლიეტუვადან და სომხეთიდან მიიწვია. ⚽ სკ „თელავის“ მწვრთნელ გიორგი დეკანოსიძესთან და სხვებთან ერთად ლექციას, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ … Continue reading წარმატებები ბატონო გიორგი!

საქართველოს XXX ჩემპიონატი

„გაგრა“ 1:0 „თელავი“ ეროვნული ლიგა 2-ის 30-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართა სკ „გაგრასთან“ და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. 30-ე ტურის შემდეგ სკ „თელავს“ აქტივში კვლავაც 43 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილშიც ადგილი უცვლელი - მე-5. მორიგ, 31-ე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი კვირას, 4 ნოემბერს გამართავს სტუმრად და მცხეთაში … Continue reading საქართველოს XXX ჩემპიონატი