ეროვნული ლიგის I ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” რუსთავში, ტექნიკურ ცენტრში გამართა და “სამტრედია” 1:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან ერთადერთი, გამარჯვების და ოფიციალურ მატჩში “თელავის” მაისურით სადებიუტო გოლი ახალწვეულმა შოთა შეყილაძემ გაიტანა – შოთა ჩინებული საგოლე პასით მეკარესთან პირისპირ ჩვენი გუნდის მეორე ახალწვეულმა, ვაჟა ფაცაციამ დატოვა და მანაც მშვიდად შეაგდო.
ამრიგად, სკ “თელავმა”, აქტივში პირველი გამარჯვება და პირველი 3 ქულა ჩაიწერა.
მორიგ, მე-2 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი შაბათს, 6 მარტს სტუმრად, თბილისში გამართავს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 18:00 საათი.
“თელავი” 1:0 “სამტრედია”
1:0 შეყილაძე (45+2)
“თელავი”: ჩოჩიშვილი, ძოწენიძე, ბერიაშვილი, ფაცაცია, კაპანაძე (გაბისკირია 90+4), მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე, შერგელაშვილი, ინჯგია (რუხაძე 63), არდაზიშვილი (მ. ჯიქია 66), შეყილაძე
სათადარიგონი: თანდილაშვილი; თევზაძე, აშორტია, ხაბულიანი, სოსიაშვილი, კანდელაკი
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
“სამტრედია”: კულუა, მილუტინოვიჩი, ვიეირა (მასკარენია 56), კერძევაძე, კობახიძე (იოსელიანი 56), რობაქიძე (ქადირზადე 68), ცეცხლაძე, ახალაძე. ჟუნიორი (ვარიეტი 76), ლუკავა, დ. ჯიქია (კვირკვია 68)
სათადარიგო: ქურდაძე
მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე
გაფრთხილება: ჯანელიძე, ფაცაცია, ბაშელეიშვილი
მსაჯი: ნონიკაშვილი