2022 წლის საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის I ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” სტუმრად თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გამართა და “ლოკომოტივი” 1:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი ლაშა კოხრეიძემ 47-ე წუთზე გაიტანა – მეტოქის საჯარიმო რკალთან მყოფმა “კოხრემ” ბურთს ღონივრად დასცხო და მეკარეს აუღებელი დაურტყა.
“თელავი” – ბეზკროვნი, კაპანაძე, თოლორდავა, თევზაძე, ფაცაცია, აშორტია (ფირანაშვილი 69), მარაქველიძე (ქოჩლაძე 69), პავიშიჩი (ქანთარია 46), მახარობლიძე (კვერნაძე 46), გოშთელიანი (მუჯირი 88), კოხრეიძე.
ჩვენმა გუნდმა ამ მოგებით გათამაშების ცხრილში პირველი 3 ქულა ჩაიწერა და ამწუთისთვის მე-5 ადგილზეა.
სკ “თელავი” მორიგ შეხვედრას კვლავ სტუმრად გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურის მატჩში, შაბათს, 5 მარტს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე “სიონს” დაუპირისპირდება.
მადლობა ბიჭებო!