2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის II ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, სტუმრად ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართა და იქაური “სიონი” 2:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან გოლები გიორგი კვერნაძემ და ლაშა ქოჩლაძემ გაიტანეს – “კვერნა” მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და ფაქტობრივად, იმწუთასვე, 47-ე წუთზე შეაგდო, როცა მეტოქე “სპრინტში” დაჯაბნა და მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა, ხოლო “ქოჩლა” 68-ე წუთზე გამოირჩა: ლაშამ საჯარიმოში გადმოვარდნილ ბურთს ამოსცხო ძლიერად და 0:2…

“თელავი” – ბეზკროვნი, კაპანაძე, თოლორდავა, თევზაძე, ფაცაცია, მარაქველიძე, ქანთარია (ფირანაშვილი 90+2), აშორტია, ქოჩლაძე (პავიშიჩი 68), მახარობლიძე (კვერნაძე 46), გოშთელიანი (მუჯირი 46).

ორი ტურის შემდეგ სკ “თელავის” აქტივში მაქსიმუმი, 6 ქულაა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” შინ გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურის მატჩში, ოთხშაბათს, 9 მარტს “კავკასიონი არენაზე”, წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 18:30 საათი.

მადლობა ბიჭებო!