2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის III ტურის გადადებული მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა წყალტუბოს “სამგურალთან” – ფრე 0:0.
“თელავი”: სანიკიძე, კაპანაძე, თოლორდავა, თევზაძე, ფაცაცია, მარაქველიძე, ქანთარია (ფირანაშვილი 85), პავიშიჩი (აშორტია 68), ჯიქია, გოშთელიანი (ქოჩლაძე 85), მუჯირი (ხაბულიანი 73).
ახლა სკ “თელავის” აქტივში 8 ქულაა, ერთი თამაში მარაგში და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-5 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” კვლავ შინ გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩში კვირას, 10 აპრილს “კავკასიონი არენაზე”, თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:00 საათი.
მადლობა ბიჭებო!