2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის IV ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, სტუმრად თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გამართა საფეხბურთო კლუბ “გაგრასთან” – ფრე 2:2.

ჩვენი გუნდიდან გოლები ფირუზ მარაქველიძემ და გიორგი კვერნაძემ გაიტანეს – ფირუზმა მე-10 წუთზე, გურამ გოშთელიანის გაცუდებულ პენალტს დაამატა ახლოდან, ხოლო “კვერნამ” 43-ე წუთზე, ზურაბ თევზაძის სოლო რეიდის შემდეგ მოიგდო ბურთი, საჯარიმოში შევარდა და მეკარეს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა.

“თელავი” – სანიკიძე, კაპანაძე, თოლორდავა, თევზაძე, ფაცაცია (ბაჩიაშვილი 90+1), მარაქველიძე, ქანთარია (ღაღანიძე 71), კვერნაძე (მუჯირი 84), ქოჩლაძე (მახარობლიძე 46), აშორტია (ფირანაშვილი 71), გოშთელიანი.

ოთხი ტურის შემდეგ სკ “თელავის” აქტივში 7 ქულაა, ერთი თამაში მარაგში და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” შინ გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში, კვირას, 20 მარტს “კავკასიონი არენაზე”, ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 18:30 საათი

მადლობა ბიჭებო